logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სამეგრელო გახდება მომავალი საქართველოს განვითარების ლოკომოტივი
- +

25 ივლისი. 2016. 15:47


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის დროს განაცხადა, რომ აპირებს, 2020 წლის ბოლომდე საქართველოში დაასრულონ ყველა მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიც არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი გზები. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ  აღნიშნული პროექტები ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.


„ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელია თანამედროვე სატრანზიტო ინფრასტრქუტურის გარეშე. ეს არის ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობის საწყისი სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია, მასთან მიმდინარეობს საბოლოო მოლაპარაკებები. ეს არის ქართულ-ამერიკული კონსორციუმი, რომელიც უკვე მუშაობას დაიწყებს წელს. სამ წელიწადში პორტის საწყისი ეტაპი უნდა დამთავრდეს და ანაკლიის პორტმა უნდა დაიწყოს დიდი გემების მიღება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება გარდამტეხი წერტილი. სამეგრელო გახდება მომავალი საქართველოს მომავალი განვითარების ლოკომოტივი. ყველაფერ ამისთვის  უმთავრესი ბაზისი არის ქვეყნის უსაფრთხოება. დამეთანხმებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner