ჟურნალისტი ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საქმე ეხება სამსახურიდან მის უკანონოდ გათავისუფლებას და გადაცემის დახურვას. ეკა მიშველაძის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) დაიცავს.
წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით, ხვალ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.