logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზნად აქვს დასახული, გახლიჩოს საქართველო
- +

25 ივლისი. 2016. 16:17



„თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა „რეპორტიორთან" საუბარში დოლიძის ქუჩაზე მომხდარ  ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც სევდია უგრეხელიძემ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და ერთ-ერთი ადგილობრივი - აკაკი ხაფავა, მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. მოროშკინას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ყველანაირად ცდილობენ, გამოიწვიონ ხალხი, ფიზიკური ან სიტყვიერი  შეურაცხყოფა მიაყენებინონ, რაც მათ დაგეგმილი პროვოკაციის შესრულებაში ხელს შეუწყობს.


„ვფიქრობ, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები იმასთან დაკავშირებით, რაზეც თვეებია უკვე ვსაუბრობთ და არა მხოლოდ ჩვენი გუნდი, არამედ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. პირდაპირ მიდის ნეიზმისკენ სიტუაცია და „ნაციონალურ მოძრაობას" მიზნად აქვს დასახული, გახლიჩოს საქართველო. დიდი ხანია სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარა არის მისი და ის ლამაზი შენობები თავისი სიბერისთვის აქვს აშენებული. შემთხვევითობა არ იყო, რომ ვარშალომიძე ზუსტად აჭარაში ჩავიდა და მას იქ  სანდრა რულოვსი დახვდა. ეს არის გეგმა, რომელიც განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს არის აჭარის გაყოფის გეგმა და საქართველო გახლეჩილი იქნება „მაიდნის" მიხედვით. ამისთვის საჭიროა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის" ყველა კოორდინატორი გაფრთხილებულია, რომ გამოიწვიონ ადამიანები აგრესიაზე და  ხელიც კი დაარტყმევინონ. ამ გეგმის უკეთ განსახორციელებლად იფიქრეს უფრო ზედა ეშელონებში. მაგალითად, ქალბატონმა სევდია უგრეხელიძემ რაც იკადრა დოლიძის ქუჩაზე, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ უნდა იარონ ლიდერებმა იმისთვის, რომ გამოიწვიონ ცეცხლი საკუთარ თავზე, დაარტყმევინონ ან უხეში შეურაცხყოფა მიაყენებინონ. ამისთვის ციხეში წავა ნორმალური, მებრძოლი მოსახლეობა, რომელიც რეალურად საშიშროებას წარმოადგენს მათ მიერ დაგეგმილ „მაიდანზე". 8 ოქტომბრისთვის გარეთ დარჩებიან  მხოლოდ მოხუცები და ბავშვები.

 

ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც დღეს პროტესტს გამოთქვამენ, რომლებმაც ციხე გამოიარეს, ისევ ციხეებში უნდა შეაბრუნონ. მოგეხსენებათ, რომ 320 000 მსჯავრდებული, რომელიც საქართველოს ჰყავდა, გამრავლებული მინიმუმ, ოჯახის სამ წევრზე, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რეალურად მეომარი, რომელიც არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის" მოტრიალებას და არც კოჰაბიტაციის რეჟიმს. თვითონ სევდია უგრეხელიძემ უნდა გამოიაროს ის ცივი კედლები, როგორიც ამ გოგო-ბიჭებმა გაიარეს.   

 

გეგმა გაიყო ორ ნაწილად. ერთი არის, რომ კოორდინატორებმა გაამწარონ ხალხი და რაც შეიძლება მეტი ჩხუბი იყოს. მოგეხსენებათ, რომ ამ ჩხუბში ჩაერთვება ის ხალხი, ვინც ეს წნეხი გამოიარა, ისინი უკვე არიან ერთხელ ნასამართლები და რეალურად, ციხეში შებრუნების შანსი გაასმაგებულია. და მეორე, რომ თავად ლიდერები გამოიწვევენ ადამიანებს ამ პროვოკაციაზე. ამიტომ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ აჰყვნენ დაგეგმილ პროვოკაციას. კვირიკაშვილი გამოვიდეს და თქვას, რომ აი, ეს არის ზუსტად ის, რასაც ამზადებს „ნაციონალური მოძრაობა", ეს არის გადატრიალების ნაწილი. მოვუწოდებ, სასწრაფოდ გაკეთდეს მმართველი გუნდისგან საჭირო განცხადება, სხვა შემთხვევაში ჩვენ თვითონ გამოვალთ ჩვენს დასაცავად", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner