logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: პოლიტიკური ავანტიურისტი სააკაშვილი ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინსტიტუტებს
- +

8 სექტემბერი. 2021. 17:40

 

„მოსადის ორგანიზაციის საიდუმლო ქმედებებს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მწვანე შუქი აქვს. მის ქმედებებს აკრიტიკებენ მხოლოდ ტერორისტები და მარგინალი ულტრა-მემარცხენეები. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისრაელის მოსადის წარმომადგენლები გააგდო საქართველოდან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი ხელისუფლების დროს, საქართველოდან მოსადის ორგანიზაციის წარმომადგენლები გააგდო.

 

აბაშიძის განცხადებით სამწუხაროდ, პოლიტიკური ავანტიურისტი სააკაშვილი ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინსტიტუტებს.

 

„ისრაელის სადაზვერვო სპეცსამსახური მოსადი (ჰამოსად ლემოდიინ ულეთაფკიდიმ მეიუხადიმ/המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים) იცავს ისრაელს და დემოკრატიულ სამყაროს ტერორისტებისგან. ამ ორგანიზაციის ნებისმიერ, მეტწილად, საიდუმლო ქმედებებს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში აქვს მწვანე შუქი. მის ქმედებებს აკრიტიკებენ მხოლოდ ტერორისტები და მარგინალი ულტრა-მემარცხენეები. მათ სიაში ჩაეწერა საქართველოს გასამართლებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „ტვ პირველის“ 7 სექტემბრის ეთერში (ვიდეოს მე-17 წუთი) განაცხადა: პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერის გამო, ისრაელის მოსადის წარმომადგენლობა გავაგდეთ საქართველოდან, რადგან გადაუღო ისრაელის ერთ-ერთი კონკურენტი ქვეყნის დიპლომატს პირადი ცხოვრება. გიყვებით იმას, რაც მანამდე არასდროს მოგისმენიათ.

 

საქართველოში ისრაელის მოსადის წარმომადგენლობა დავხურეთ იმის გამო, რომ ისრაელის კონკურენტი ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში გადაუღეს პირადი ცხოვრების კადრები, შეუგზავნეს ქალები და გადაუღეს... სავალალოდ, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ავანტიურისტი სააკაშვილი ძირს უთხრის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ დემოკრატიული სამყაროს ინსტიტუტებს! ასეთ ამბებზე პროდასავლურობაზე პრეტენზიების მქონე ადამიანები არ საუბრობენ, ამაზე ლაპარაკობენ სამარცხვინო მოღალატეები, კოლექტიური ედუარდ სნოუდენები“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner