logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: თითქოს შერყეულ, სინამდვილეში კი ავანტიურისტ გიჟთან გვაქვს საქმე
- +

8 სექტემბერი. 2021. 18:01

ლევან ნიკოლეიშვილი: თითქოს შერყეულ

 

„თმაშეღებილ-გაქცეული მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი მმართველობის დროს წარმოუდგენელი იყო ვინმეს ფარული გადაღება თუ მიყურადება, ერთდროულად, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს არამარტო უტიფარ და ფსიქოპათ ადამიანთან, არამედ რეალურად, ყოფილ ავტოკრატთან, რომელიც პირადად ერეოდა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობაში და პირადად იღებდა გადაწყვეტილებებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი ბრძანებით მოსადის წარმომადგენლები საქართველოდან გააძევეს.

 

ნიკოლაიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება დაუჯერებელია, რადგან მისი ბრძანებით ხდებოდა პირადი ცხოვრების კადრების ჩაწერა.

 

„მისი აღშფოთება ინგა გრიგოლიას საპასუხოდ („რა გინდოდათ ჩემს საძინებელშიო?“), რომ რას ჰქვია, რას ამბობთო: „პირადი ცხოვრება ჩემთვის არის წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი“ - ამას რომ სხვა ვინმე ამბობდეს, შეიძლება ოდნავ დაგეჯერებინა კიდეც, მაგრამ ეს ხომ სააკაშვილია, რომლის პირადი მითითებით და ბრძანებით ხდებოდა ადამიანების მოსმენაც, გადაღებაც, ჩაწერაც, ცემაც, წამებაც, დაპატიმრებაც და დახოცვაც!

 

თმაშეღებილი კაცი შემდეგ ტრაბახობს იმით, რომ საქართველოში მოსადის წარმომადგენლობა გაუუქმებია. უფრო მეტიც, გაუყრია აქედან მისი თანამშრომლები, რომლებმაც მათთვის მტრული სახელმწიფოს დიპლომატი ჩაწერეს და გადაიღესო... აი, აქ უკვე თითქოს შერყეულ, სინამდვილეში კი ავანტიურისტ გიჟთან გვაქვს საქმე! ოდნავ წარმოდგენა თუ აქვს მ, რას წარმოადგენს მოსადი? ე.ი. ამას თუ ვუსმენთ, მოსადი (სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მთელ მსოფლიოში ცნობილია უმაღლესი დონის პროფესიონალებით და საქმის შესრულების უზადო ოსტატობით) იმდენად დაუდევრად მუშაობდა, რომ სააკაშვილის აგენტებმა ჯერ გამოიჭირეს, მერე დარცხვენილებმა უთხრეს, მოსადიდან ვართ და არ გაგვაგდო საქართველოდანო, და ბოლოს „შეუპოვარმა“ სააკაშვილმა მაინც გააძევა ქვეყნიდან. მოსადის აგენტების გამოჭერა/გაძევება შეეძლო და იმის დროულად გაგება ვერ შეძლო, 2008 წელს რუსეთი რომ ჩაერეოდა საომარ მოქმედებებში, ან იცოდა, რომ ჩაერეოდა, მაგრამ არ ეცალა - მოსადის აგენტებს დასდევდა! ცხადია, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ფანტაზია, მაგრამ ასეთი? ყველას აქვს თმის შეღებვის უფლება, ზოგი მსახიობია და პროფესიულად სჭირდებათ, ზოგს ფერი უნდა შეიცვალოს, ზოგს უბრალოდ ასე უნდა, აი სააკაშვილის შემთხვევაში კი მარტივი ახსნა აქვს - ხანდახან არ იცის, რა ქნას და ამიტომაც ხან თავს იღებავს და ხანაც თავის წარმოსახვაში მოსადის თანამშრომლებს აძევებს ქვეყნიდან!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

, სინამდვილეში კი ავანტიურისტ გიჟთან გვაქვს საქმე

right_banner right_banner
არქივი
right_banner