logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას, ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს
- +

8 სექტემბერი. 2021. 18:07

 

 

„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას, ქართული პოლიტიკისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს უკვე მეორეხარისხოვანი ფაქტორი გახდა“. - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოში დასაბრუნებლად, გამბედაობა არ ეყოფა.

 

„პირადად მე, მეეჭვება, რომ ეს კაცი საქართველოში ვიხილოთ - საკუთარი ფეხით დაბრუნებული. ადრე თუ გვიან, მას მოუწევს დაბრუნება და, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის, მოუწევს პასიხის გაცემა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეეჭვება, რომ, ამ არჩევნებისთვის, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. არაა საკმარისად გაბედული იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner