logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ჩემი პრეზიდენტობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გამოსულაო, ეს იმ ოპერიდან არის, „ღრუბელ-ღრუბელ“ ფოთს რომ უახლოვდებოდა
- +

8 სექტემბერი. 2021. 18:08

 

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში არავის უთვალთვალებდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ ვრცელდებოდა.

 

„სააკაშვილი ისეთივე სიხშირით იცვლის პოზიციებს ამა თუ იმ სენსიტიურ საკითხზე, როგორც საკუთარი თმების ფერს. გუშინ მის კუთვნილ ერთ-ერთ ტელეარხზე ისეთი მამალი ტყუილი დაახეთქა, პირადი ცხოვრება ჩემთვის არის წმიდათა წმიდა და ხელშეუხებელიაო და თურმე მისი რეჟიმის დროს ხალხს, მათ შორის რეჟიმის მაღალჩინოსნებს ტოტალურად არ უთვალთვალებდნენ და საწოლებში არ უღებდნენ პირადი და მათ შორის ინტიმური ცხოვრებას ამსახველ კადრებს. თითქოს სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი კასრები და პირადი ცხოვრების ამსახველი ათასობით ფაილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს არ ყოფილიყო გადაღებული, რისთვისაც მერაბიშვილის შსს-მ მილიონობით დოლარი დახარჯა ძვირადღირებული აპარატურის შესაძენად (ეს ისე ცნობისათვის!). თითქოს ნაცმოძრაობის რამდენიმე ცნობად სახეს თავად არ ეღიარებინოს რომ საძინებელში ინტიმური ცხოვრების კადრები გადაუღეს.

 

ის აცხადებს რომ „ჩემი პრეზიდენტობის დროს არავის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გამოსულა.“ კადრების გამოქვეყნება რაში სჭირდებოდათ?! აჩვენებდნენ საჩოთირო კადრებს ობიექტს, მათ შორის ალბათ იმ ნაცტელეარხის ცნობად წამყვანსაც და მათი მორჩილებაც გარანტირებული ჰქონდათ. სააკაშვილს აღარ ახსოვს ის ხალხი ვინც ამას აკეთებდა, ისევე როგორც, საჭიროების დროს, მომენტალურად დაივიწყა დათა ახალაიას საერთოდ იცნობდა თუ არა.

 

თუ სააკაშვილს დავუჯერებთ, მან ისრაელის სპეცსამსახურის „მოსადის“ წარმომადგენლობა დახურა და მისი წარმომადგენელი გააგდო თურმე საქართველოდან იმიტომ, ისრაელის კონკურენტი სახელმწიფოს ერთ-ერთ დიპლომატს პირადი ცხოვრების კადრები გადაუღო. მაგრად გაჯეჯილებულა „მოსადი“ საქართველოში!

 

თუმცა, აქ სხვა არის საინტერესო. სააკაშვილი ტელევიზიით მოსახლეობას საკენკის სახით უგდებს ამ „ინფორმაციას,“ რომელსაც ბუნებრივია, ვერავინ ვერ გადაამოწმებს და მიშას სიტყვაზე უნდა ენდონ. ეს ყველაფერი იმ ოპერიდან არის, „ღრუბელ-ღრუბელ“ ფოთს რომ უახლოვდებოდა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner