logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო - უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას
- +

8 სექტემბერი. 2021. 21:58

 

 

„დაახლოებით ნახევარ საათში, ათზე მეტი ზარი განხორციელდა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან - თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო. უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, რითაც, შანაი ბრუკის მკვლელობისთვის, ერთი პირის დაკავების საკითხზე, ზოგიერთი მედიის რეაქციას ეხმაურება.

 

„თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებასა და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ „ლიდერშიპში” და, ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ. აქეთ კი, სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია. ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას“, - აღნიშნავვს ირაკლი ზარქუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner