„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე სასაუბროდ არასამთავრობოების ნაცვლად პროკურატურაში უნდა მიდიოდეს, მაგრამ ამის გაკეთებას არ აპირებს, იმიტომ რომ არავითარი ზეწოლის ფაქტების შესახებ მას მტკიცებულებები არ გააჩნია.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის პროვოკატორი და სააკაშვილის დავალებების შემსრულებელი",- წერს მჟავანაძე.