logo_geo
eng_logo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ამ ეტაპზე სრულად აცრილ ჯანმრთელ ადამიანებში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენების ხილვა არ გვსურს
- +

8 სექტემბერი. 2021. 23:53

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრაზე მორატორიუმი, სულ მცირე, წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს.

 

„ერთი თვის წინ, მოწოდება გავაკეთე, რომ გამაძლიერებელ დოზებზე, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე გლობალური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რათა პრიორიტეტი მივანიჭოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანების ვაქცინაციას, რომლებსაც პირველი დოზა ჯერ არ მიუღიათ. მას შემდეგ გლობალურ სიტუაციაში მცირედი ცვლილებები მოხდა. ამიტომ დღეს მორატორიუმის დაწესებას, სულ მცირე, წლის ბოლომდე ვითხოვ, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს თავისი მოსახლეობის, სულ მცირე, 40%-ის აცრა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ მესამე დოზა შეიძლება საჭირო გახდეს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის, როდესაც არსებობს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის დაქვეითების მტკიცებულება.

 

„ამ ეტაპზე სრულად აცრილ ჯანმრთელ ადამიანებში ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენების ხილვა არ გვსურს“, - განაცხადა მან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner