logo_geo
eng_logo
გიორგი ანთაძე: ავღანეთში განვითარებული მოვლენები რეგიონში რუსეთის გავლენას ძალაუნებურად აძლიერებს
- +

9 სექტემბერი. 2021. 01:57

 

 

„ავღანეთში განვითარებული მოვლენები რეგიონში რუსეთის გავლენას ძალაუნებურად აძლიერებს, ვინაიდან შუა აზიის ქვეყნებმა უკვე მიმართეს რუსეთს დასახმარებლად შესაძლო საფრთხეების პრევენციისთვის. ეს ზომები, უმეტესად ადგილობრივად უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმოს, პირველ რიგში ეს სწორედ ტაჯიკეთს ეხება“, - ამის შესახებ ჯეოქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა და პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ანთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

 

„დღეს ასეთი დახმარება გარედან არ ჩანს და ამ ეტაპზე შეუძლებლად მესახება პროვინციიდან ჩრდილოეთით კორიდორის გაკეთება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საუბარია პაკისტანის შიდა დაზვერვის მაღალჩინოსნების ჩასვლაზე ქაბულში „თალიბანის“ დასახმარებლად ავღანეთის არმიის რეორგანიზაციის საქმეში, ნათელი გახდება რომ „ხეობის მცველებს“ მომავალში კიდევ უფრო უნდა გაუჭირდეთ რეორგანიზებულ „თალიბან“-ავღანური არმიის წინააღმდეგობის დაძლევა.

 

რეგიონის მთავარი მოთამაშეები აშკარად „თალიბანის“ ე.წ. ხელისუფლებასთან ცდილობენ ურთიერთობების დალაგებას, მათ შორის როგორც უკვე ვთქვი, ევროკავშირი და გერმანიაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის განცხადებით გერმანია მზადაა ავღანეთს ეკონომიკური დახმარება აღუდგინოს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების საფასურად.

 

ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ „წინააღმდეგობის ფრონტის“ შანსები მცირეა. დაველოდოთ, თუ რომელიმე მსხვილი მთამაშე ჩაერევა პირდაპირ პროცესებში, მაშინ შეიძლება ბალანსი კიდევ შეიცვალოს მომავალში.

 

„თალიბანის“ უკან პირდაპირ დგას პაკისტანი და მასთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ჩინეთი. დგას თუ არა ვინმე „წინააღმდეგობის ფრონტის“ უკან სამწუხაროდ, მე ჯერ ვერ ვხედავ“, - განაცხადა ანთაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner