სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა „პირWელთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. ბიგვავამ აღნიშნა, რომ, თუ პრეზიდენტის მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„ახლა, პრეზიდენტის განცხადება არ იყო დროული, არასწორი იყო. პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს. ქვეყანაში რთული პერიოდია - წინასაარჩევნო პერიოდია და რა დროს ასეთი განცხადებების გაკეთებაა. თუ ოდესმე მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მოეწვია პრეზიდენტს უშიშროების საბჭო და დახურულ ფორმატში განეხილა.
ეს ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გაეცეს მას. ამასთან ხუმრობა როგორ შეიძლება?! თურმე, ორი უმაღლესი თანამდებობის პირზე მიდის ზეწოლა. თუ ეს ასეა, დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ და თუ ეს ტყუილია, პრეზიდენტი უნდა გადადგეს",- განაცხადა ბიგვავამ.