logo_geo
eng_logo
რა უნდა ვიცოდეთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით
- +

9 სექტემბერი. 2021. 00:58

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რამდენიმე ინფორმაციას უზიარებს.

 

„1. პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან თითქმის სრული კონსენსუსით გატარდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, რომელიც არ ტოვებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ხელოვნურად გაჩენის შესაძლებლობას

  1. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდა 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, სადაც თითო პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს.
  2. მოხდება შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის (დაახლოებით 370 უბანი) ავტომატური გადათვლა, რაც არის შესაძლო მანიპულაციის პრევენციის და კონტროლის უპრეცედენტო ინსტრუმენტი.
  3. მოხდება ბიულეტენების დათვლის ვიდეოფიქსაცია და ყველა ვიდეოს ინტერნეტში ღია წვდომისთვის განთავსება. შესაბამისად ყველას ექნება ნებისმიერი უბნის ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით ულიმიტოდ გადათვლის საშუალება.
  4. შეიქმნა საჩივრების ელექტრონული პლატფორმა. ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელი იქნება საჩივრის შეუფერხებლად წარდგენა.
  5. უბნების ნაწილში მოხდება ბიულეტენების ელექტრონული მთვლელის პილოტირება“, - წერს გიორგი ვოლსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner