„თალიბანმა“ ქვეყანაში დარჩენილ 200-მდე ამერიკელსა და მესამე ქვეყნის მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნება დართო“, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული პირები ავღანეთს სავარაუდოდ ხუთშაბათს დატოვებენ. ამ დროისთვის უცნობია, ამ 200 პირს შორის არიან თუ არა მაზარ-ი-შარიფში ჩარჩენილი ადამიანები.
როგორც „როიტერი“ წერს, ამ ნებართვის მისაღებად „თალიბანზე“ ზეწოლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმეი ხალილზადმა განახორციელა.