logo_geo
eng_logo
„თალიბანმა“ 200-მდე ამერიკელსა და მესამე ქვეყნის მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნება დართო
- +

9 სექტემბერი. 2021. 10:34

 

 

„თალიბანმა“ ქვეყანაში დარჩენილ 200-მდე ამერიკელსა და მესამე ქვეყნის მოქალაქეს ავღანეთის დატოვების ნება დართო“, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

აღნიშნული პირები ავღანეთს სავარაუდოდ ხუთშაბათს დატოვებენ. ამ დროისთვის უცნობია, ამ 200 პირს შორის არიან თუ არა მაზარ-ი-შარიფში ჩარჩენილი ადამიანები.

 

როგორც „როიტერი“ წერს, ამ ნებართვის მისაღებად „თალიბანზე“ ზეწოლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზალმეი ხალილზადმა განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner