logo_geo
eng_logo
ABC: საქართველოს პოლიციამ ავსტრალიელი შანაი ბრუკ ედვარდსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
- +

9 სექტემბერი. 2021. 14:08

 

 

ავსტრალიური მედია თბილისში შანაი ბრუკ ედვარდსის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ეხმაურება. გამოცემა ABC აღნიშნავს, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

„საქართველოს პოლიციამ ავსტრალიელი შანაი ბრუკ ედვარდსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. ქალი დედაქალაქ თბილისში ივლისში გაუჩინარდა“, - წერია სტატიაში.

 

სტატიაში ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაა მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული საქართველოს 33 წლის მოქალაქეა.

 

შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიის მოქალაქე სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს. დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც წინა საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.

 

ქალს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ახლა კი საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner