გიორგი გახარიამ წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა. POSTV-ისთვის ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, წყალტუბოს რაიონის ჩუნეშის სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ჩირგაძეს გერმანიის ინტერპოლი 2017 წლის შემდეგ ეძებს. სავარაუდოდ, საქმე ეხება ქურდობის ფაქტს, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაში მოხდა.
POSTV თავად ნოდარ ჩირგაძესაც დაუკავშირდა. გახარიას თანაგუნდელი ადასტურებს, რომ 2016-2017 წლებში გერმანიაში იმყოფებოდა, თუმცა, ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფნას უარყოფს