logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ყოველი დღე შიშით მითენდებოდა - ბატონი ანზორი სიტყვის კაცი არ აღმოჩნდეს და მართლა თავი არ მოიკლას-მეთქი!
- +

9 სექტემბერი. 2021. 18:18

 

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალური ქსელით ანზორ მელიას მიმართავს.

 

„ბატონ ანზორ მელიას!

 

ბატონო ანზორ, თქვენ, როგორც ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სოფელ ნარაზენის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბრძანეთ - რასაც ვამბობ, ყოველთვის ვასრულებ და ჩემ სიტყვას არასოდეს გადავდივარო!

 

კიდევ კარგი, ბატონო ანზორ, რასაც ამბობთ, ყოველთვის არ ასრულებთ და ხანგამოშვებით სიტყვას გადადიხართ, თორემ, ასე რომ არ იყოს, ახლა, ჯვარი გწერიათ და, 5 წლის გადასახლებული უნდა იყოთ უკეთეს სამყაროში.

 

გაგახსენებთ: 5 წლის წინათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას, თქვენ ჩემს მშობლიურ სოფელ კოკში ბრძანდებოდით და ადგილობრივებს მოუწოდეთ, ხმა „ნაცმოძრაობისა“ და მისი კანდიდატისათვის - სანდრა რულოვსისათვის მიეცათ. მაშინ თქვენი სააგიტაციო გამოსვლა ასე დაამთავრეთ: თუ სანდრა არ გაიმარჯვებს და კიდევ ოთხი წელი „ოცნება“ იქნება ქვეყნის სათავეში, თავს მოვიკლავო!

 

როცა სანდრა რულოვსმა არჩევნები წააგო და ,,ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩა, ყოველი ცისმარე დღე იმის შიშით მითენდებოდა - ბატონი ანზორი სიტყვის კაცი არ აღმოჩნდეს და მართლა თავი არ მოიკლას-მეთქი!

 

მადლობა ღმერთს, ბატონო ანზორ, დადებული პირობა არ შეასრულეთ, სიტყვა გატეხეთ და თავს რამე დარდუბალა არ აუტეხეთ, თორემ, საქართველო კარგ ადამიანს და კარგ ექიმს დაკარგავდა.

 

დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner