logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ინტერპოლის მიერ ძებნილის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენა მართლაც ნოუ-ჰაუა ქართულ პოლიტიკაში
- +

9 სექტემბერი. 2021. 18:41

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის ნოდარ ჩირგაძის წარდგენის ფაქტს ეხმიანება, რომელიც 2017 წლიდან ინტერპოლით ძებნილია.

 

„ინტერპოლის მიერ ძებნილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენება/წარდგენა მართლაც ნოუ-ჰაუა ქართულ პოლიტიკაში. და ამ სიახლის ავტორი და ინიციატორი პარტია „საქართველოსათვისაა“, უფრო საინტერესოა, რომ ამ პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, ხოლო პრემიერ-მინისტრობიდან კრიმინალ მელიას არდაჭერის გამო გადადგა. ახლა უფრო გასაგები ხდება, თუ რატომ გადადგა ბატონი გახარია, უბრალოდ კანონთან ურთიერთობა ეუხერხულება, თუმცა პოლიტიკაში მოსვლა კი პირიქით ადვილი ჰგონია, მაგრამ ალბათ ჯერ ვერ წარმოუდგენია, დამკვიდრება რა ძნელი იქნება, ღირსეულ დამკვიდრებას ვგულისხმობ, თორემ რით უნდა გაგვაკვირვოს უკვე ვინმემ“, - წერს facebook-ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner