logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის
- +

9 სექტემბერი. 2021. 18:42

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსთან ბრძოლის მომდევნო ფაზას გამოაცხადებს.

 

„ხვალ პრეზიდენტი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერებისა და ვაქცინაციის გაზრდის მიზნით ექვს ნაბიჯს გამოაცხადებს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის გაზრდა პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაციის გაზრდა პანდემიის გავრცელებას შეაჩერებს, ჩვენ პანდემიას გავაკონტროლებთ. ჩვენ ხალხს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნებთ. ეს ჩვენი მიზანია“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner