logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გახარიამ წყალტუბოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა. ამის მეტი ვერავინ ნახე?!
- +

9 სექტემბერი. 2021. 18:54

 

 

ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წყალტუბოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად ინტერპოლის მიერ ძებნილი ნოდარ ჩირგაძის წარდგენის ფაქტს ეხმიანება.

 

„გახარიამ წყალტუბოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ინტერპოლით ძებნილი პირი დააყენა. ამის მეტი ვერავინ ნახე?! ასეა ხალხისა და სახელისუფლებო გუნდის ნდობას რომ ვერ შეირგებ, პოლიტიკურ გზააბნეულ დევნილად იქცევი! ტიპმა დაიჯერე, ამხელა რეიტინგი მხოლოდ ჩემიაო და აჰა, რჩები მარტო საკუთარ აჩრდილთან. ერთი კარით შემოდიან და მეორე კარით გადიან პარტიიდან... იმ გიორგი გახარიას მერე ეს გიორგი გახარია მართლა ადამიანურად მენანება, მეცოდება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner