„ქართული ოცნების" ახალი სახე არჩილ თალაკვაძე სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში.
არჩილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს საპარლამენტო გუნდს შემოუერთდეს და უფრო აქტიურდ ჩაერთოს პოლიტიკაში", - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" ახალ სახეებს შორის არჩილ თალაკვაძე.
„პრაიმტაიმთან" საუბრისას არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, თავის სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩაერთვება.
„საპარლამენტი კამპანიაში ჩართვის გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან შეთანხმებით მივიღე. „ქართული ოცნება" და ის ადამიანები, რომელთაც საქართველოში ადამიანური, გაწონასწორებული და დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრეს, ჩემთვის ახალი არ არის.
ოთხი წელი „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდში პოლიტიკურ თანამდებობებს ვიკავებდი და პოლიტიკასთანაც მუდმივი შეხება მქონდა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს.
დიდი ალბათობით, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩავრეთვები, რადგან ჩემი სამუშაო გამოცდილება სამართალდამცავ სექტორს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.