logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტია
- +

9 სექტემბერი. 2021. 21:22

 

 

„საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გავმართეთ, სადაც მიმოვიხილეთ ყველა ის მთავარი საკითხი თუ გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო, რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის პანდემია და უსაფრთხოების საკითხები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ არსებულ მძიმე ვითარებას. პარტნიორი ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ.

 

ვისაუბრეთ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა.

 

გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა, იგი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია. ავსტრია მხარს უჭერს ძალისხმევას ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ასევე განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო საშუალებას იძლევა. საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების სრულად გამოყენება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

დარწმუნებული ვარ, სტრატეგიული პარტნიორების თანადგომით და შრომით, მიზნის მიღწევას აუცილებლად შევძლებთ!“, - წერს კახა კუჭავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner