logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: ჩამობრძანდეს იგორ გიორგაძე საქართველოში და თავი იმართლოს!
- +

25 ივლისი. 2016. 16:49


საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისთვის" ლიდერი დავით თევზაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში იგორ გიორგაძეზე საუბრობს. მისი თქმით, გიორგაძემ თავი უნდა დაანებოს ლტოლვილობას, ჩამოვიდეს საქართველოში და თავი იმართლოს სასამართლოს წინაშე.


„იგორ გიორგაძე არის ოფიციალურად ბრალდებული და ძებნილი საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ გიორგაძემ თავი დაანებოს ლტოლვილობას, ჩამობრძანდეს საქართველოში, გამოცხადდეს სასამართლოში და თავი იმართლოს. შევარდნაძის ტერაქტის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გარდა, კითხვები არსებობს გია ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით და მე დავამატებდი - გია ყარყარაშვილის, პაატა დათუაშვილის. რატომ ავიწყდება მათი საქმეები სუყველას?" - ამბობს დავით თევზაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner