logo_geo
eng_logo
Reuters: ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ვაქცინაციას ფედერალურ უწყებებში დასაქმებულებისთვის სავალდებულოს გახდის
- +

10 სექტემბერი. 2021. 00:18

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ვაქცინაციას ფედერალურ უწყებებში დასაქმებულებისთვის სავალდებულოს გახდის - ამ ინფორმაციას გამოცემა Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

როგორც ცნობილია, განკარგულების ამოქმედების შემდეგ ფედერალურ მუშაკებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ვაქცინაციის ნაცლად რეგულარულად წარადგინონ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

გამოცემის ცნობით, ცვლილება შეეხებათ იმ კონტრაქტორ კომპანიებსაც, რომლებიც აშშ-ის ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობენ.

 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს ნაბიჯები უფრო მეტ ვაქცინაციას, ტესტირების ზომების გაძლიერებასა და სკოლებში ბავშვების უსაფრთხოების გაზრდას მოიცავს.

 

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, აშშ ვაქცინების 376 მილიონი დოზა გამოიყენეს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 53%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner