"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიები მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრი მილიონი მიიღეს, საარჩევნოდ არ ემზადებიან, ამის მიზეზი კი არის ის, რომ 3 ოქტომბერს ქაოსს და არეულობას გეგმავენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩანს, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადება, ჩანს, რომ არც კანდიდატურები ჰყავთ ჯერ სრულად წარმოდგენილი, ზოგ შემთხვევაში, საერთოდ არაადეკვატური. ფოთში, რომ არის უგულავა, იმან რა უნდა მოიგოს, აპრიორი წაგებისთვის არის განწირული. თან არც ბილბორდებს და რეკლამებს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრი მილიონი ჩაერიცხა, არ იყენებენ და არ აქტიურობენ, რაც ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, ისევ ქაოსის და არეულობისთვის - რა ხელწერაც 2020 წელს ჰქონდათ. მთელი 6 თვის განმავლობაში დარბოდნენ, რომ გაგვიყალბესო და შემდეგ როდესაც დარწმუნდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ, შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა მშვენივრად სხედან და განაგრძობენ მუშაობას, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იქნება ეს ჟრიამული მათი მხრიდან. 2 ოქტომბერს ქართველი მოსახლეობა დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს, „ქართული ოცნება“ ისევ უმრავლესობით მოვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ესენი მაქსიმუმ 2 თვე იყვირებენ, შემდეგ შებრძანდებიან და როგორც ახლა არიან - ხელფასს იღებენ და ზოგჯერ არ ესწრებიან, ასე გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა ზარქუამ.