logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ 1%-იანი ბარიერით ჩაატარა არჩევნები, ამიტომ ჩვენთვის ეს 2%-იც შეიძლება მისაღები იყოს
- +

10 სექტემბერი. 2021. 01:34

 

 

„გარწმუნებთ, როგორი კონსენსუსიც შედგა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაზე, ასეთივე კონსენსუსით მოვუსმენთ ყველა პარტია ერთმანეთს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული 2 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, არაბუნებრივი იყო ის სიტუაცია, როცა 19 აპრილის შეთანხმების პირობებში წინასწარ განისაზღვრა, რა უნდა ყოფილიყო ბარიერი მაშინ, როცა ამაზე საყოველთაო სახალხო განხილვებიც არ იყო ჯერ გამართული.

 

"ბარიერთან დაკავშირებით ყველა ვთანხმდებით, რომ უკეთესია მომავალი არჩევნები ჩატარდეს უფრო დაბალი ბარიერით ვიდრე ეს დღეს არის გათვალისწინებული, ჩვენი ვარაუდი არის, რომ 2024 წლისთვის პატარა პარტიები ისე ვერ მოძლიერდებიან, რომ ეს ბარიერი გადალახოს რამდენიმე პარტიამ, ამიტომ ჩვენ შორის თანხმობაა, რომ დაიწიოს პარტიებმა.

 

პროექტის განხილვების დროს, სხვადასხვა მხარეებმა დააფიქსირეს მოსაზრებები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ წერილობით შემოტანილი მოსაზრებები, სადაც ზოგი საუბრობდა ბუნებრივ ბარიერზე, ზოგი 2; 2.5 პროცენტზე, 3- ც ითქვა. მთავარი არის ის, რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ამ ცვლილებებს ერთმანეთის გარეშე ვერ მივიღებთ, ჩვენ მოწადინებული ვართ იყოს დაბალი ბარიერი, ეს შესაძლებელია პარტიების ურთიერთთანხმობით და სწორედ ისეთი თანხმობა გვექნება დარწმუნებული ვარ მეორე მოსმენაზეც, როგორიც გვქონდა პირველი მოსმენის დროს. „ქართულმა ოცნებამ“ 1-პროცენტიანი ბარიერით ჩაატარა ეს არჩევნები, ამიტომ ჩვენთვის ეს 2 პროცენტიც შეიძლება მისაღები იყოს. დიდი ალბათობით ეს 2 პროცენტი შენარჩუნდება. უბრალოდ, უნდა მივეჩვიოთ, რომ დისკუსიები იქნება მანამ, სანამ 3 მოსმენით არ იქნება მიღებული კანონი, აქ არაფერი არაბუნებრივი არ არის, არაბუნებრივი ის სიტუაცია იყო, როცა 19 აპრილის შეთანხმების პირობებში წინსწრებით ვიცოდით შედეგი რა უნდა ყოფილიყო ისე, რომ საყოველთაო სახალხო განხილვებიც კი არ იყო შემდგარი",- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner