„არანაირი მსჯელობა და დიდი კვლევა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს არა საარჩევნო კამპანიას, არამედ აცხადებს სრულ მობილიზაციას 3 ოქტომბრიდან ისევ უაზრო არეულობის დაწყებისთვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს ფაფხური, რასაც ვხედავთ - რაღაც რეფერენდუმიო, მიHა ჩამოვაო, ოჯახის წევრებით ვერთვებით ბრძოლაშიო, ალტერნატიული ცესკო და უამრავი სისულელე, რასაც მათი ჟუუურრრნნალისტები "მწიფე მსხალივით ხრავენ", მოსახლეობის უმრავლესობისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.
უკვე მერამდენე არჩევნებია, რომ ხალხი აშკარად დასცინის მათ ლოზუნგს - არჩევნები გაგვიყალბეს.
ყველამ ვნახეთ, თუ როგორ "იბრძოლეს" ვითომდა "გაყალბებული არჩევნების" დასაბრუნებლად და ვნახეთ თუ როგორ იღებდნენ ხელფასებს მათ მიერვე აუღიარებელი პარლამენტის ბუღალტერიიდან.
მოკლედ რომ ვთქვა, 2 ოქტომბრის არჩევნების შესაფასებლად ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
კი ბატონო 15 არის ოპოზიციის შნირები არიან, მაგრამ არეულობის მოწყობა და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა, მაინც არ გამოვა.
მიHა კი არა, ტროცკი რომ ჩამოვიდეს და "სირცხვილიას ცესკოს" ნაცვლად გოგორიშვილმაც რომ დათვალოს ბიულეტენები, მაინც არაფერი გამოვა.
არ გამოვა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველამ კარგად იცის ვის აძლევს ხმას“, - წერს გაბრიჭიძე.