logo_geo
eng_logo
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროს ეზოში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

10 სექტემბერი. 2021. 10:33

 

ბათუმში, ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროდან ინფიცირებული მამაკაცი გაიქცა, თუმცა იგი ეზოში გასვლისთანავე გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ 49 წლის მამაკაცს სავარაუდოდ, ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა.

 

„9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთი კოვიდ-სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდ-ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

 

პაციენტს კოვიდ-სასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.

 

ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner