logo_geo
eng_logo
დანიაში ყველა კოვიდ-შეზღუდვა მოიხსნა
- +

10 სექტემბერი. 2021. 10:53

 

 

დანიაში ყველა კოვიდ-შეზღუდვა გაუქმდა. დანია პირველი ქვეყანაა ევროკავშირის წევრებს შორის, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.

 

ამიერიდან დანიაში „კოვიდ-19“ არ ითვლება საზოგადოებისთვის კრიტიკულად საფრთხის შემცველ დაავადებად. დღეიდან მასობრივი ღონისძიებების დამსწრეებს ვაქცინაციის საბუთს აღარ მოსთხოვენ. მანამდე, გაუქმდა პირბადის ტარების ვალდებულებაც.

 

სექტემბრის დასაწყისში დანიაში ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიხსნა ღამის კლუბები. თუმცა, კლუბში მისასვლელად საჭირო იყო კოვიდ-პასპორტის წარდგენა. ამიერიდან, კი ღამის კლუბების კარი ყველასთვის ღია იქნება.

 

გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც კოვიდ-ინფიცირებულათან კონტაქტში იყვნენ, იზოლაციას აღარ მოსთხოვენ. კარანტინში გადასვლა მხოლოდ ინფიცირებულებს მოუწევთ.

 

კოვიდ-შეზღუდვების გაუქმება დანიის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 12 წელს ზემოთ მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

 

ამასთან, დანიაში სამოგზაუროდ წასვლის მსურველებისთვის შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში „კოვიდ-19“-ის 340 000 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 2 500 ადამიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner