„ეს არ იქნება არჩევნები - ეს იქნება ომი!“ - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
„შენ ყველაზე კარგად იცნობ და მართლა ჩამოვაო?
ერთს ვიტყვი, ძვირფასო „ოცნება“, ვინც ახლა აქტიურად არ გეხმარებათ, „ბალნიჩნიზეა“, „კონტაქტი და იზოლაციაშია“ - იცოდეთ, გემიდან გადასახტომად ემზადება!
საიდან ვიცი?
ადრე მივმართე სააკაშვილს, ჩამოდი, ჩაჯექი და გმირად გამოხვალ-თქო - ენამ მიყივლა. ის ჩამოვა, ჩაჯდება და გმირად გამოვა იმ დუჟმორეული ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დღემდე მის „კარმუშკაზე“ არიან, პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მიშას გარეშე 1%-ვერ იღებენ, ბიზნესმენებისთვის, რომელსაც ის თავის დროზე საქართველოს მიწა-წყალს ურიგებდა და უბრალოდ მასზე შეყვარებული ფანატებისთვის...
მიშას მსხვერპლი 320 000 ციხეგამოვლილი დემორალიზებული, გატეხილი ან გარდაცვლილია. მთავრობიდან ჟონავს ის ინფორმაციები, რომელიც მინიმუმ საიმედოდ უნდა ყოფილიყო დაცული! კადრების წმენდა არ მოხდა, სამწუხაროდ!
დაიმახსოვრეთ, რამდენი უკვე ალაგებს პორტატიულ ჩემოდნებს და ერთი ადგილის სარფიანად გასათამაშებლად ემზადება!
რა უნდა ქნათ?
სასწრაფოდ მოიხმეთ ძველი, გამოცდილი კადრები, მოსმენაზე დასვით ვითომ თქვენიანები, განახორციელეთ იმ პირების დაჭერები, ვინც სახელმწიფოს ებრძვის! და გახსოვდეთ, კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ჩვენი სამშობლო ვერ გადაიტანს!
თუ მიშას ეცოდინება, რომ მას მელიასავით თბილ ფიას და რახათ-ლუქუმებს არ მიართმევთ, მოახვედრებთ „მოდულის“ კარცერში (რომელიც მე პირადად გამოვლილი მაქვს), არ წახვალთ მისი ლობისტების პროვოკაციაზე და სრულად მოახდევინებთ სასჯელს, აი, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევდექით როგორც სახელმწიფო!!!
მიშას გეგმა კი ცნობილია!
რა ვიცი, მეტი რა გითხრათ?
თუ დეტალები გაინტერესებთ, კი იცით, სადაც ვარ....
P.S. ირაკლი ღარიბაშვილი
მე მჯერა თქვენი, პრემიერო! სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!“ - წერს ლალი მოროშკინა.