სააგენტო Reuters-ს ცნობით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ავიაკომპანია „Turkish Airlines"-დან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
როგორც სააგენტო იტყობინება, ავიაკომპანიიდან თანამშრომლები 24 ივლისს დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები არიან.
„Turkish Airlines"-ში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა 16 ივლისს ღამით განხორციელდა. გადატრიალების მცდელობას 246 ადამიანი ემსხვერპლა.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 60 ათასამდე ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.