logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რაც მესამე ინსტანციამ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო, იგი უბრალოდ „გაუბრაზდა" საქართველოს ხელისუფლებას და დაწერა „ედისონ რისერჩის" კვლევები
- +

10 სექტემბერი. 2021. 13:40

 

,,ერთი რამ ვერ გამიგია - უკრაინული "სბორკის" იფსოსებს, თუ ედისონ რისერჩებს, თუ კიდევ იმ ჩვენთვის კარგად ცნობილ სხვა მკვლევარ კომპანიებს - ნაცმოძრაობის გარდა, სხვა დამკვეთი არა ჰყავთ?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ დაკვეთით ,,ედისოს რისერჩის’’ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

 

ქართველიშვილის თქმით, კეზერაშვილი, მას შემდეგ გაუბრაზდა საქართველოს მართლმსაჯულებას, რაც მე-3 ინსტანციამ დამნაშავედ ცნო ქართული ჯარისთვის ხუთი მილიონის წართმევაში, სწორედ ამის შედეგია მისი ტელეკომპანიის მხრიდან გამოქვეყნებული დაკვეთით ,,ედისოს რისერჩის’’ კვლევის შედეგები.

 

,,ანუ ის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც მათ მერამდენე წელია უკვე ნაცებთან თანამშრომლობა აყენებს - ნუთუ სამარცხვინო არაა მათთვის? ან რა იყო ეს - "ფორმულას" მიერ ე.წ. კვლევის შედეგები? აბსოლუტური შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას შემდეგ, რაც მესამე ინსტანციამ დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო ქართული ჯარისთვის ხუთი მილიონის წართმევაში, იგი უბრალოდ „გაუბრაზდა" საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმსაჯულებას, ჩაიკეტა კაბინეტში, აიღო პასტა/ფურცელი, დაწერა "ედისონ რისერჩის" კვლევები და სასწრაფო წესით, მეორე დღესვე, თავის არხს გამოადებინა. ეს არის ერთ დღეში დაწერილი კვლევა უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, გათვლილია მხოლოდ საკუთარ სექტანტებზე, ტრადიციულად აცდენილია რეალობას და მიზნად ისახავს, ბელადის "მრევლში" მისი მორიგი "დაბრუნების" წინ "საზეიმო" განწყობის "ვაქცინაციას". მსგავსი კვლევები არჩევნებამდე ჯერ კიდევ წინ გვაქვს - განსაკუთრებით, სააკაშვილის ოფისში დაწერილი უკრაინული იფსოსის მხრიდან,’’ - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner