logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დავით კეზერაშვილი გამწარებულია იმით, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაფლანგვის გამო, საქართველოს სასამართლოს მესამე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო, ამიტომ სასწრაფოდ იხმო „ედისონ რესერჩი“
- +

10 სექტემბერი. 2021. 13:43

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ,,ედისოს რისერჩის“ კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ეხმიანება. ნიკოლეიშვილის თქმით, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გამარჯვების მისაღწევად სხვადასხვა გზების გამოყენება უწევთ, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ არჩევნებს ქართველი ხალხი იგებს და არა ცალკეული ანგაჟირებული ტელევიზიები.

 

„კვლევები, კვლევები, რეიტინგები და სხვადასხვა მანიპულაციები...უკვე დიდი ხანია, რაც საარჩევნო მარათონის განუყოფელი ნაწილი გახდა სხვადასხვა კვლევების ჩატარება, წესით და რიგით ეს ყველაფერი საზოგადოებრივი აზრის გაგებას უნდა ემსახურებოდეს და ასეც არის კიდეც ბევრ ქვეყანაში, თუმცა, საქართველოს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ აქ არჩევნებისთვის სხვადასხვანაირად და განსხვავებულად ემზადებიან: არიან პარტიები, რომლებიც ფიქრობენ და მოქმედებენ აბსოლუტურად ცივილური გზებით-აქვთ პროგრამები, აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას და სწორედ ასე წარმოუდგენიათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შედეგად გამარჯვების მიღწევა. მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გამარჯვების მისაღწევად სხვადასხვა გზები აქვთ არჩეული:

 

  1. მათ კარგად იციან, კანონიერი გზებით გამარჯვების მიღწევა არ შეუძლიათ - რაზეც მათი დაბალი რეიტინგი და წინა არჩევნებში მიღწეული დაბალი პროცენტებიც მეტყველებს.

 

  1. მათი მხრიდან თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და საპროტესტოდ ხალხის მობილიზებას, წინა წლებს თუ გადავხედავთ, არც ამ სცენარს შედეგები არ მოჰყოლია, ისევ და ისევ საზოგადოებაში მათი დაბალი ნდობის გამო.

 

  1. ლობისტური კომპანიების და მათ მხარდამჭერი უცხოელების მობილიზება არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დასაყენებლად, რაზეც სერიოზული არგუმენტები სჭირდებათ.

 

  1. არგუმენტები რაღაცით უნდა იყოს გამყარებული, მაგ. კვლევებით, რომელმაც გარკვეულ სეგმენტში უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ ამა თუ იმ პარტიას ან პოლიტიკოსს გააჩნია რეიტინგი და ამ რეიტინგის მიუხედავად, მათი/მისი ხმები გაყალბდა! სწორედ ამ დროს, ავანსცენაზე გამოდის დავით კეზერაშვილი, რომელიც გამწარებულია იმით, რომ თავდაცვის ბიუჯეტის გაფლანგვის გამო, საქართველოს სასამართლოს მესამე ინსტანციამ დამნაშავედ სცნო, სასწრაფოდ იხმობს ერთ-ერთ საქართველოში არცთუ კარგი რეპუტაციის მქონე „ედისონ რესერჩს“, რომელზეც ასევე „სიამოვნებით“ ასრულებს დაკვეთას და სწორედ ისეთ კვლევის შედეგებს დებს არჩევნებამდე სამიოდე კვირით ადრე, რომელიც, მათი აზრით, მნიშვნელოვანი მაშველი რგოლი უნდა იყოს სწორედ „არჩევნები გაყალბდა!“ მზაკვრულ სცენარში.

 

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადიკალურ სცენარს განხორციელება არ უწერია:

 

  1. ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეუპოვრად იმოქმედებს ხელისუფლება კანონის აღსრულების საქმეში;

 

  1. რამდენად უნდა საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ხალხის მძარცველი, სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება;

 

  1. რამდენად კარგად აქვთ გაანალიზებული დასავლეთს საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, დემოკრატიის საფარქვეშ საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსების მხარდაჭერა;

 

დაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა მისი მოქალაქეები, და არა მართლაც ურეიტინგო და მატყუარა პოლიტიკოსები, არა უცხოელი ლობისტები, არ ცალკეული ანგაჟირებული ტელევიზიები, არა რადიკალური ჯგუფები, და არა რაღაც კვლევები, არამედ ისევ და ისევ ხალხი“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner