დღეს, 9:10 საათზე, შვეიცარიული კომპანია Stadler Bussnang AG-ის უმაღლესი სტანდარტის ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დაიძრა. ახალი, ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე - ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება:
თბილისი (9:10) - ბათუმი (14:09),
თბილისი (18:20) - ბათუმი (23:19).
ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:
ბათუმი (7:35) - თბილისი (12:30),
ბათუმი (17:05) - თბილისი (22:00).
ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი - 23 ლარი, პირველი კლასი - 40 ლარი, ბიზნეს კლასი - 55 ლარი.