logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB და EBRD აფინანსებენ. აქედან ერთი „თიბისის“ აქციონერია, ხოლო მეორე - პარტნიორი. მამუკა ხაზარაძემ კი ეს პროექტი რუსული ტანკების შემოსვლასთან დააკავშირა. გამოდის, ეს საერთაშორისო ბანკებიც რუსულ პროექტში არ
- +

10 სექტემბერი. 2021. 15:06

 

 

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, გასული წლის 14 იანვარს ქვეშეთი-კობის გზისა და უნიკალური გვირაბის მშენებლობას ეხმიანება.

 

„მაშინ მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ „სახელმწიფო ნახევარ მილიარდ ვალს იღებს და დებს პროექტში, რომლითაც რუსეთს აძლევს კომფორტულად ტანკებით შემოსვლის შესაძლებლობას“.  ეს ბატონი დღეს „მარშლის გეგმაზე“ საუბრობს. არადა, ამ მშენებლობის დაწყებას, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია, შარშან აპროტესტებდა და რუსეთისათვის ხელშემწყობ ნაბიჯად აცხადებდა. გვირაბების რუსულ ტანკებთან დაკავშირება, სრულ აბსურდამდე დავიდა, თითქოსდა ამ პროექტს სხვა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა არ ჰქონდეს.

 

პროექტის დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები, უმსხვილესი ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები არიან. მათგან EBRD ერთი „თიბისი ბანკის“ აქციონერია, ხოლო მეორე - აზიის განვითარების ბანკი - პარტნიორია, რომელმაც გასულ წელს ბანკის 100 მილიონამდე ობლიგაციური სესხის მოზიდვა უზრუნველყო. და რა გამოდის, ეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები რუსულ პროექტში არიან ჩართულები?“ - წერს facebook-ზე გიორგი ცუცქირიძე.

 

შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის 23-კმ-იანი გზისა და გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყო, რაც ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

 

9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება და სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ურთულესი საინჟინრო კონსტრუქცია - 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი. ამ ეტაპზე საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. თაღოვანი ხიდი არქიტექტურული თვალსაზრისით, ორგანულად ჩაეწერება არსებულ ლანდშაფტში და სამომავლოდ საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობა გახდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner