logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ალკოჰოლის ცოტა ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული
- +

25 ივლისი. 2016. 17:01


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა მისი ოჯახის წევრზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა.

 

 

„დაიწყო პაპუაშვილით, გააგრძელა კორცხელით, დაამთავრა თავისი ნათესავით. მე გამიჩნდა განცდა, რომ ცოტა მეტი დოზა ჰქონდა ალკოჰოლის მიღებული. მე ასეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, უბრალოდ, არ ვთქვი ეს ეკრანზე.

 

პირველი, რაც ვიფიქრე, ზოგადად უყვარს ძლიერი სპირტიანი სასმელები, ძალიან უყვარს ვისკი, მარტინი და ვფიქრობ, რომ ცოტა დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. ეს ღიმილი - თუ ზეწოლებია, არაფორმალური კავშირებია და ქვეყანა იქცევა, შენ რა გაცინებს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. ამიტომ როცა პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს, რაღაც ღირებული უნდა თქვას, მე დღეს პრეზიდენტმა დამაბნია", -აცხადებს მანანა კობახიძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner