ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-მ რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.