პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:
„პატივცემულო შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაინტერესებს, ნაცების აგიტაციის არმოსმენა რომელი კანონმდებლობითაა დანაშაული? საბურთალოს ამომრჩეველმა (დოლიძის ქუჩა) არ მოუსმინა ნაცების კანდიდატის სევდია უგრეხელიძის აგიტაციას, ამის გამო ეზოში ბიჭები დააპატიმრა პოლიციამ და დღეს სასამართლო აქვთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სევდია გაყვიროდა - „თქვენ ციხეში გაგაუპატიურესს და საბუთები მოიტანეთო". თქვენი კოჰაბიტაცია უკვე ყველა ზღვარს გადასცდა და უკვე ქორწინებაა. სასწრაფოდ გამოუშვით უდანაშაულო ხალხი და უზრდელ ნაციონალ უგრეხელიძეს აგებინეთ პასუხი!" - წერს ბრეგაძე.