logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: დაევალოს ყველას, ნაციონალი კანდიდატების გამოჩენისას დაუკრან ტაში!
- +

25 ივლისი. 2016. 17:05


 „ქართუ ფონდი ს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ახლა წავიკითხე, ერთი სევდიანი ნაციონალი კანდიდატისთვის ვიღაცას უგინებია და ეზოში არ უშვებდა....

 

კმარა! მგონი, კანონი უნდა გამკაცრდეს და აეკრძალოს მოსახლეობას ნაციონალ კანდიდატთა დევნა-გინება, კვერცხის, პომიდვრის, საზამთროს ქერქის სროლა და დაპაშოლება. ასევე უნდა აიკრძალოს ნაციონალი კანდიდატების სტუმრობისას ეზოს ან აივნის დაგვა, რათა ცოცხის დანახვამ პოლიტიკური ზეწოლის ასოციაციები არ გაუჩინოს მონანიებული კანდიდატის გასათუთებულ და გაფაქიზებულ გრძნობებს.

 

ასეთივე მოწიწება დაევალოს მოსახლეობას პორტირებულ ნაცებთან ურთიერთობისას. ნაციონალურ-ჯალათური წარსულის შეხსენება ჩაითვალოს მორალურ ტერორად და ფსიქოლოგიურ ზეწოლად. რადგან პორტირებულმა ნაცმა უკვე მოინანია სააკაშვილის ვაზელინობა და მხოლოდ ამის შემდეგ განიპოხა ახალი ვაზელინით ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლებისთვის.

 

უფრო მეტიც, დაევალოს ყველას, ნაციონალი კანდიდატების გამოჩენისას დაუკრან ტაში, შემდეგ გამოჟურონ ორიოდე კურცხალი წარსულში დაშვებული „შეცდომების" აღიარებისგან გამოწვეული აღფრთოვანების შესაკაზმად და შემდეგ ერთხმად დაიწყონ იმის მტკიცება, თუ რა დაუვიწყარი ბედნიერება იყო საკონცენტრაციო ბანაკში გატარებული 9 ლაჟვარდოვანი წელი", - წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner