logo_geo
eng_logo
ირანის საგარეო უწყება: ირანი უფლებას იტოვებს, ისრაელის მუქარას პასუხი გასცეს
- +

10 სექტემბერი. 2021. 19:58

 

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა, რომ ირანი უფლებას იტოვებს, ისრაელის მუქარას პასუხი გასცეს.

 

„ისრაელის უკანონო რეჟიმი, რომელიც უკანონო ბირთვულ იარაღზე ზის და უარს ამბობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას შეუერთდეს, კვლავ ემუქრება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების წევრ სახელმწიფოს, ირანს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე შემოწმებადი ბირთვული პროგრამა აქვს. ირანი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner