ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა, რომ ირანი უფლებას იტოვებს, ისრაელის მუქარას პასუხი გასცეს.
„ისრაელის უკანონო რეჟიმი, რომელიც უკანონო ბირთვულ იარაღზე ზის და უარს ამბობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას შეუერთდეს, კვლავ ემუქრება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების წევრ სახელმწიფოს, ირანს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე შემოწმებადი ბირთვული პროგრამა აქვს. ირანი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.