31 ივლისს თბილისში 7-ვარსკვლავიანი სასტუმროს „ბილტმორ თბილისის" („The Biltmore Hotel Tbilisi") გახსნის მასშტაბური ცერემონია გაიმართება. გახსნის ცერემონიას უპრეცედენტო ლაზერული შოუ გააფორმებს.
ცერემონია დუბაის ცნობილი ცათამბჯენის „ბურჯ ხალიფას" გახსნის ცერემონიის მსგავსი იქნება, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკებით იყო გამორჩეული.
ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიო მედიის - BBC-ის, CNN-ის, Sky news-ის წარმომადგენლები, სტუმრები და VIP პერსონები მთელი მსოფლიოდან.