CDC: არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში
-
+
11 სექტემბერი. 2021. 01:27
არავაქცინირებულ პირებში კორონავირუსით გარდაცვალების რისკი 11-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებში. აღნიშნულს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევის შედეგები ცხადყოფს.
კვლევამ, რომელიც 600 000-ზე მეტ ადამიანს მოიცავს, ასევე დაადგინა, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის საავადმყოფოში მოხვედრის რისკი 10-ჯერ უფრო მეტია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ვაქცინა სიკვდილისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, კვლევის შედეგების თანახმად, არავაქცინირებულ პირებს ინფიცირების რისკი 4.5-ჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პირებს.
„ვაქცინაცია მუშაობს და დაგვიცავს COVID-19–ის მძიმე გართულებებისგან. ის დაიცავს ჩვენს შვილებს და საშუალებას მისცემს მათ სკოლაში უსაფრთოდ იყვნენ“, - აღნიშნა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ.
წყარო :