logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება
- +

11 სექტემბერი. 2021. 02:13

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ისეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც კატასტროფული იქნება ხალხისთვის. თავიდან უნდა ავიცილოთ არასტაბილურობის წყარო, რომელიც საჩუქარი იქნება ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

5 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ანტონიო გუტერეშის ინიციატივით, ავღანეთის დასახმარებლად, ჟენევაში, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია 13 სექტემბერს ჩატარდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია და სერბეთი, ავღანელი მიგრანტების მიღებაზე უარს ამბობენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner