logo_geo
eng_logo
ლიბანში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა
- +

11 სექტემბერი. 2021. 02:40

 

 

ლიბანის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, ოფიციალურმა ბეირუთმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ჩამოაყალიბა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლიბანის უმდიდრესი ადამიანი, 66 წლის ნაჯიბ მიქატი გახდა, რომელსაც მანამდე ორჯერ ეკავა ეს პოსტი.

ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტმა მიშელ აუნმა, პარლამენტის თავმჯდომარე ნაბიჰ ბერიმ და პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქატმა მოაწერეს ხელი.

„სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ გავერთიანდებით, როგორც ლიბანელები“, – აღნიშნა მიქატიმ.

ლიბანი ერთ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლების გარეშე იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner