logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი 16 სექტემბერს ანგელა მერკელს შეხვდება
- +

11 სექტემბერი. 2021. 02:47

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 16 სექტემბერს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება და მასთან რიგ საკითხებს, მათ შორის ავღანეთში არსებულ ვითარებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მხარეთა შორის დიალოგის საკითხები ექვსთვიანი როტაციის პრინციპით ფრანგული მხარის მიერ ევროკავშირის მომავალ თავმჯდომარეობას შეეხება.

მანამდე, ემანუელ მაკრონმა გერმანიის მომავალი კანცლერობის კანდიდატები „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ არმინ ლაშეტი და „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ ოლაფ შოლციც მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner