ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც თურქეთი და რუსეთი დღეს ასე შეეკრა ერთმანეთს. მისი თქმით, ერდოღანის დაპირისპირება დასავლეთთან და აშშ-სთან, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ერდოღანი უპირისპირდება დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს! ერდოღანმა ბოდიში მოუხადა პუტინს და დააპატიმრა ის ორი თურქი სამხედრო მფრინავი, რომლებმაც რუსების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. როგორც ირკვევა, თურქი მფრინავები ნაწამები არიან და მათ გაასამართლებენ სამშობლოს ღალატის ბრალდებით.
ერდოღანმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება „საბოტაჟნიკებს" დააბრალა და თვითონ ხელები დაიბანა. აგვისტოს პირველ კვირაში მოსკოვში დაგეგმილია პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა... ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მგონი, არ უნდა გვიკვირდეს, რატომ შეეკრნენ პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს!
გამომიგზავნეს კადრები, სადაც ერდოღანის მომხრეები სტამბოლში წიგნების მაღაზიაში შეცვივდნენ და ინგლისურენოვანი წიგნები ცეცხლს მისცეს... აი, ამ დონემდეა საქმე მისული. ერდოღანმა შეაჩერა „ინჯირლიყის" სამხედრო ბაზის მოქმედება და დააპატიმრა ამ ბაზის მეთაური გენერალი ვანი, რომელიც, ამავდროულად, NATO-ს გენერალიც არის. „ინჯირლიყის" ბაზაზე 90 ბირთვული ქობინია და ეს არის ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზა, რომელსაც ამერიკა 1984 წლიდან აკონტროლებს. უკვე ჯონ კერიმ გააკეთა განცხადება, რომ თუ თურქეთი ასე გააგრძელებს, შესაძლოა, NATO-დან გარიცხონ! მოკლედ, ასეთი უმძიმესი სიტუაციაა და ვნახოთ, რა იქნება!" - აცხადებს ვახტანგ მაისაია.