logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე ინფორმაცია ჰქონდა
- +

25 ივლისი. 2016. 17:29


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკას უკაშირდებოდეს.

 

 

 

„ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური კომპონენტი იყოს ამაში.

 

თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, გამოვრიცხავ, რომ აქ იყოს რაიმე პოლიტიკური კომპონენტი.

 

 ვიფქრობ, რომ პოლიტიკური გაცხადებების გაკეთებამდე ნებისმიერმა ჩვენგანმა, მეც, პრეზიდენტმაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდმცავებს და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი. პრეზიდენთან მაქვს კონსტრუქციული, საქმიანი ურთიერთობა. მის შემოთავაზებას მივიღებ და შევხვდები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner