logo_geo
eng_logo
ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს
- +

11 სექტემბერი. 2021. 12:55

 

ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში წყაროებმა განუცხადეს.

 

მათი განცხადებით, ოქტომბრის ბოლოსთვის „ფაიზერის“ შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რის შემდეგაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის გაცემას შეძლებს.

 

ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინ-შეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის „მოდერნას“ 3 კვირით მეტი დასჭირდება.

 

ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არც ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებში და არც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაკეთებულა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner